Сообщения

მეცხრე დღე

       ტრენინგის ბოლო დღეს მოვახდინეთ სასწავლო პროექტის გეგმის შეჯამება. გავაკეთეთ მათი პრეზენტაცია. წარმოდგენილ პრეზენტაციაზე მასწავლებლებმა ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი.        გავლილი ტრენინგის კურსით ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობა ბატონ დიმიტრის გაწეული სამუშაოსთვის.

ჩემი პროექტის პორთფოლიო

პორთფოლიოს ბმული

მერვე დღე

განვიხილეთ საკითხი "ფასილიტაცია ტექნოლოგიებით".აქტივობებს მოსწავლეთა დასაჯგუფებლად.შევქმენით ფასილიტაციის მასალის ნიმუში, რომელიც მოვარგეთ ჩვენს პროექტს. გავეცანით ვებგვერდს, რომლის საშუალებითაც შეიძლება კალენდრის დახმარებით შემოწმდეს წყაროს სანდოობა. შევქმენით ჯგუფები და რიგითობის მიხედვით დავალაგეთ პროექტის ეტაპები. . განვიხილეთ პროექტში გაწერილი პროცედურები.პროექტისთვის  მნიშვნელოვანია  ჩეკლისტების, შეფასების რუბრიკების შექმნა. გავეცანით კომპიუტერით სარგებლობის წესებს. პროექტის მსვლელობისას მნიშვნელოვანია გაიწეროს კომპიუტერით სარგებლობის ყოველდღიური გეგმა.

დღე მეშვიდე

დავასრულეთ მუშაობა შეფასების რუბრიკებზე. განვიხილეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლებისთვის, რომელიც დაგვეხმარება პროექტის მსვლელობისას, მოცემული პროდუქტი და აქტივობები საჭიროების მიხედვით მოვარგოთ თითოეულ მოსწავლეს, როგორებიცაა: განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული, სპეცსაჭიროების მქონე, უცხოენოვანი მოსწავლეები. ეს საკითხები, როგორც დანაჩენი ჩვენს მიერ შესწავლილი,ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა, იმისათვის რათა განვახორციელოთ ხარისხიანი პროექტი.

დღე მეექვსე

დღეს ვიმუშავეთ ინტერნეტის ფუნქციების შესახებ. მისი გამოყენების შესახებ. სასწავლო მიზნის საუკეთესო ტექნოლოგიური ინსტრუმენტების შერჩევაზე. გავწერეთ ერთი პროდუქტი ჩვენი პროექტისათვის. ვიმუშავეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკებზე. საკმაოდ საინტერესო და ბევრისმომცემი დღე იყო. განვიხილეთ საკითხ- განსხვავება კრიტერიუმსა და ინდიკატორს შორის.                                                      მადლობა ჩვენს ტრენერს. 

დღე მეხუთე

დღეს დავასრულეთ პორთფოლიო და ბლოგზე ავტვირთეთ. გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივი და  ეთიკური პრაქტიკის მოდელირების და სწავლების საკითხებს. ინტერნეტის გამოყენებას კვლევისთვის. ინტერნეტთანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება. საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი დღე იყო. მადლობა ბატონ დიმიტრის გაწეული შრომისთვის.

ჩემი პროექტის პორთფოლიო